მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიგა ბედინეიშვილი: მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი ანაკლიის პროექტში ახლა არ შემოვა

5e16fd57c2669
ვიქტორია მღებრიშვილი
09.01.20 14:36
1992
"ლეგიტიმური, მართლა მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი ანაკლიის პორტის პროექტში ახლა არ შემოვა", - ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, უცხოელი ინვესტორებისთვის პროექტში არსებული რისკის ფაქტორები მნიშვნელოვანია.

"ჯერ ერთი - რისკის შეფასების ამბავია. ვინ უნდა შემოვიდეს ამ პროექტში, როდესაც ივანიშვილის კურთხევის გარეშე ფაქტიურად მსხვილი პროექტი არ კეთდება. ამიტომ ლეგიტიმური ინვესტორი ვერ შემოვა და ვიღაც რუსები, დაბალი ლეგიტიმაციის მქონე ინვესტორები, იგივე ჩინეთიდან, შეიძლება მოიძებნოს. ყოველთვის მოიძებნება, როგორ იტყვიან, ცუდი ფული.

ვაჟკაცობა იქნებოდა ასეთი სტრატეგიული პროექტის განხორციელება მართლაც მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორებთან ერთად, რის მიმართაც მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი", - აცხადებს გიგა ბედინაიშვილი.

შეგახსნებთ, რომ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებას შეწყვიტა. მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე ინტერესთა გამოხატვა რამდენიმე თვეში გამოცხადდება.