მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიგა ბედინეიშვილი: სავალუტო ფონდმა ყური აგვიწია

566a8e8053938
BM.GE
11.12.15 12:47
1651
"ფონდმა ყური აგვიწია“, - ასეთი შეფასება მისცა, ფინანსისტმა, გიგა ბედინეიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის გავრცელებურ განცხადებას.
 
"ფონდმა ყური აგვიწია. ჯერ არ მოუგლეჯიათ ყური, მაგრამ ეს არის ყურის აწევა. ეს ძალიან სამწუხაროა. სავალუტო ფონდის ვიზიტები, ისევ ძალიან საჭირბოროტო საკითხი გახდა. იყო პერიოდი, როდესაც დომინირებდა ქვეყანაში სავალუტო ფონდის ჩამოსვლის ამბავი, - 90-იან წლებში და 2000-ანი წლების დასაწყისში. ძალიან კარგი პერიოდი იყო როდესაც აღარც ვიცოდით ფონდის მისიის ჩამოსვლის ამბავი. დღეს ისევ სულმოუთქმელად ველოდებით სავალუტო ფონდის ჩამოსვლას, - როდის წავა, სად შექვაქებს და სად ყურს აგვიწევს", - განაცხადა ბედინეიშვილმა, გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი". 

შეგახსენებთ, რომ სავალუტო ფონდმა ნოემბრის მისიის შეფასება სამშაბათს გამოაქვეყნა.