მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიგლა მიქაუტაძე საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართავს

5e60f65487796
BM.GE
05.03.20 16:52
772
ბატონო პრემიერო, ნაკლები დრო დახარჯეთ ოპონენტებზე, სარკაზმზე და მეტი დრო დაუთმეთ გამოსავლის ძიებას - პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" წევრი გიგლა მიქაუტაძე პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს.

"წესით, მთავრობის სხდომაზე მითითება არ უნდა სჭირდებოდეთ სახელმწიფო უწყებებს იმისთვის, რომ შექმნილი ვითარების ფონზე, სასწრაფო რეჟიმში ხვდებოდნენ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ მოგმართეს საჯარო განცხადებით და მინიმუმ, უნდა სწავლობდნენ მათ პრობლემებს. თუმცა, დღევანდელი მთავრობა არასდროს გამოირჩეოდა პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარით და არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი", - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

გუშინ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა გიგლა მიქაუტაძემ მოუწოდა მთავრობას კორონავირუსით გამოწვეული მოსალოდნელი პრობლემების შესახებ დროული რეაგირებისკენ, მათ შორის, სტაბილურობის ფონდის შექმნისა და საგადასახადო შეღავათების დაწესებისკენ.