მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gilead-მა "რემდესივირის" წარმოებაზე ხუთ კომპანიასთან შეთანხმება გააფორმა

5ebd0789e6b9e
BM.GE
14.05.20 21:00
1288
ფარმაცევტულმა კომპანია Gilead-მა „რემდესივირის“ წარმოებაზე ხუთ სხვადასხვა კომპანიასთან შეთანხმება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აღნიშნული კომპანიები ინდოეთსა და პაკისტანში არიან ბაზირებული. მათ მიერ წარმოებული „რემდესივირის“ მიწოდება დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე იქნება შესაძლებელი. ამასთან, კომპანია უფლებამოსილი იქნება, თავად განსაზღვროს მედიკამენტის ფასი.

კომპანია Gilead-ი გეგმავს, 1.5 მილიონი ამპულა „რემდესივირი“ დონაციის სახით გამოყოს, რაც დაახლოებით 100-200 ათასამდე პაციენტის განსაკურნად არის საკმარისი. აღნიშნული მარაგის 40 პროცენტი შეერთებული შტატებისთვის იქნება განკუთვნილი.