მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GIno Paradise: “გავზარდეთ ფასები 15%-ით, მაგრამ არ შევამცირეთ ხელფასები”

5f57a86c689c9
ანუკა ჯოხაძე
08.09.20 23:30
2527
“გავზარდეთ ფასები 15%-ით, მაგრამ არ შევამცირეთ ხელფასები”- ამის შესახებ BM.GE-ის GINO PARADISE-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რუსკა ჯიქიამ განუცხადა. როგორც ჯიქია ამბობს, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, სეზონზე დამატებითი თანამშრომლების დაქირავებაც მოხდა.

კომპანიაში ხარჯების დაბალანსება მომსახურების გაძვირებით და ინვესტორისგან მიღებული თანხებით მოხერხდა.

“ჩვენ სტუმრებს ვმასპინძლობთ, თუმცა გავზარდეთ ფასები 15%-ით, მაგრამ არ შევამცირეთ ხელფასები. გასაკვირი არც არის რომ ეს არჩევანი გაკეთდა, რადგან ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ვხედავთ, რომ ყველგან უფრო ნაკლები ადამიანი გვხვდება წელს, სადაც კი გასართობად დავდივართ, ვიდრე გვხვდებოდა. ეს ყველაფერი ინვესტორის ხარჯზე გავაკეთეთ, ჩვენ გარანტია გვქონდა ინვესტორისგან, რომ თანხები მისგან შემოვიდოდა. ძნელი იყო რაიმე პროგნოზის გაკეთება, რადგან ერთთვიანი პერიოდიც კი ვერ გამოდიოდა ისეთი, რომ ვერც ფინანსისტი, ვერც მარკეტინგის გუნდი ვერ გვეტყოდა, რა მოხდებოდა მომავალი ერთი თვის განმავლობაში", - აღნიშნა GINO PARADISE-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ცნობისთვის, საქართველოში კერძო სექტორის მიერ გაცემული ჯამური ხელფასების მოცულობა შემცირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მეორე კვარტალში კერძო სექტორის შრომითმა დანახარჯებმა 2.15 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 304 მილიონი ლარით, ანუ 12.4%-ით ნაკლებია.

ხოლო ხელოვნება, გართობა და დასვენების სექტორში კლება წინა წელთან შედარებით 46,7 მილიონი ლარი იყო.