მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gino Paradise ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას იწყებს

610bef33e11b1
ინგა მურუსიძე
05.08.21 19:20
3025
Gino Paradise ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას იწყებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მომხმარებლებს, რომლებიც აცრის ბარათს წარადგენენ, მიიღებენ 20%-იან ფასდაკლებას და გრანდიოზული გათამაშების მონაწილეებიც გახდებიან.

"გათამაშებები გაიმართება ყოველ კვირას, FB ლაივის მეშვეობით და გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან "ისი პარის", "ავერსის", "პსპ"-ს, "ჯპს"-ის და სხვა ცნობილი კომპანიების სხვადასხვა კოსმეტიკური ბრენდების სასაჩუქრე ნაკრებებით. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, თამაშდება ჯინოს აკვაპარკის, ველნესისა და სპის სასაჩუქრე ვაუჩერები.

ფინალური გათამაშებისთვის კი ჯინოს დამფუძნებელმა საოცარი საჩუქრები მოამზადა:
მაქსიმალური ფულადი პრიზი 5000 ლარამდე!
2 დღიანი დასვენება ჯინო ველნეს რაბათში - 2 პერსონაზე 
2 დღიანი დასვენება ჯინო ველნეს მცხეთაში - 2 პერსონაზე
✔ აიცერი, გვესტუმრე და გახდი ჯინოს გამარჯვებული!

ჯინოს, როგორც ევროპული კომპანიის, უმთავრესი ამოცანაა ჯანდაცვის სისტემის თანადგომა, ვაქცინაცის პროცესის წახალისება, დაჩქარება და პანდემიის დასრულება;

ჯინოში მკაცრად ვითვალისწინებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციას და ვქმნით ჯანსაღ გარემოს ჩვენი სტუმრებისთვის.

მოვუწოდებთ სხვა კომპანიებსაც, რომ შემოგვიერთდნენ, გამოიჩინონ ინიციატივა ვაქცინაციის წასახალისებლად და ერთად ვებრძოლოს კოვიდ პანდემიას!

აიცერი, ვაქცინა გვიცავს!", - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.