20.იანვარი .2020 09:00

Ginventor-ის "სხარტ საათები" - ქართული ბრენდის ქვეშ 400-მდე საათი გაიყიდა

views 853
უკან

Ginventor-ის ბრენდის ქვეშ, პირველი ქართული "სხარტ საათები" ადგილობრივ ბაზარზე 26 დეკემბრიდან გამოჩნდა და ამ პერიოდში 400-მდე საათი გაიყიდა.

ამის შესახებ BM.GE-ის ტექნიკის რეალიზატორი კომპანია Ginventors-ის დამფუძნებელმა სანდრო ლილუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი ახალი პროდუქტი იყო, მომხმარებელში ამ საათებმა საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია.

„ჩინეთიდან სხვადასხვა მაღალხარისხიანი ბრენდის პროდუქციის იმპორტს და საქართველოს ბაზარზე რეალიზაციას ვახორციელებთ, თუმცა ამან ხელი არ შეგვიშალა, რომ ჩინეთში ერთ-ერთ საწარმოსთან გვქონოდა მოლაპარაკებები და სპაციალურად ჩვენთვის - Ginventor-სთვის სმარტ მაჯის საათები ეწარმოებინათ. პირველ ეტაპზე 1 500 საათი ჩამოვიტანეთ. ჩვენ მას ქართული სახელი „სხარტ საათი“ დავარქვით და მომხმარებელს ისე შევთავაზეთ“, - ამბობს სანდრო ლილუაშვილი.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ 2021 წლიდან საათების მწარმოებელი საწარმოს გახსნას გეგმავენ, თუმცა დეტალებზე საუბარი ჯერ არ შეუძლიათ.

„ჩვენი საათების წარმოების საქართველოში გადმოტანა გვინდა, რის განხორციელებასაც, დაახლოებით, 2021 წლისთვის შევძლებთ. რა ინვესტიციას ჩავდებთ საწარმოში, რა წარმადობა ექნება - ამ დეტალებზე საუბარს ზაფხულში, ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ შევძლებთ, თუმცა შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება ეკომეგობრული საათები, რომელთა წარმოებისვის გადამუშავებულ მეორად საბურავებს გამოვიყენებთ“, - განაცხადა სანდრო ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, „სხარტ საათის“ შეძენა მსურველებს Ginventor-ის ვებგვერდზე შეუძლიათ. საათები თავსებადია Android 4.4 და iOS 8.0 ან შემდეგ მოდელებთან. საათის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ წნევის გაზომვა, ძილის მონიტორინგი, ტელეფონის ძიება, მანძილის გაზომვა, ტაიმერი, საათი, კალორიების დათვლა, პულსაციის გაზომვა, ძილის მონიტორინგი, ნაბიჯების დათვლა და ასევე, ვიბრაციის საშუალებით მობილურზე შემომავალი ზარებისა და მესიჯების შესახებ შეტყობინების მიღება.