მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ალადაშვილი: ახალი ბაზრები ვერ ვიპოვე, ღვინის ონლაინ დეგუსტაცია შეუძლებელია

5fd7824124903
ლიკა გურაბანიძე
15.12.20 09:00
837
“ძალიან რთულია, როდესაც მუშაობ და შენი სფერო პანდემიის გამო იხურება; ტურიზმი გაჩერდა და თუკი რამე ხდებოდა, ყველაფერი მორჩა", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” "რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის" დამფუძნებელმა გიორგი ალადაშვილმა განაცხადა, რომელიც ღვინის ექსპორტს, ძირითადად, შვეიცარიაში ახორციელებს.

როგორც ალადაშვილმა აღნიშნა, თუ ამ დრომდე იმპორტიორი კომპანიები ერთი სახეობის ღვინის 1800 ბოთლს უკვეთავდნენ, ახლა, ჯამში, ერთმა კომპანიამ სხვადასხვა სახეობის 1800 ბოთლი ღვინო შეუკვეთა.

“ძალიან რთულია, როდესაც მუშაობ და შენი სფერო პანდემიის გამო იხურება, ტურიზმი გაჩერდა და თუკი რამე ხდებოდა, ყველაფერი მორჩა. ამ პირობებში ღვინო იმ რაოდენობით გადის, რა რაოდენობითაც უნდა გავიდეს, თუმცა აღარ გადის ისე როგორც გადიოდა; მართალია, მიწოდების პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ის ქვეყნები, სადაც ჩემი ღვინო გადის, ჯერ საკუთარ ღვინოებს აყენებენ წინ და შემდგომ - იმპორტირებულს. ახალი ბაზრების პოვნა კი ვერ შევძელი, რადგან დღეს თუ ფიზიკურად არ წარადგინე შენი ღვინო, ასე წარმოუდგენელია; ღვინის დეგუსტაციას ონლაინ ვერავის ჩაუტარებ და ასე ახალ ბაზრებს ვერ იპოვი. სანამ არ გავიხსნებით, არ ვიცით, რა იქნება; როცა შეზღუდვები მოიხსნება, ახალი ბაზრების მოძებნას გავაგრძელებ",  - განაცხადა ალადაშვილმა.