მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ალადაშვილი: სესხის პროცენტის სუბსიდირება უნდა მომხდარიყო, მაგრამ ვერ თუ არ გამოვიდა

5fd0e3a89925a
ლიკა გურაბანიძე
10.12.20 09:45
2115

“მნიშვნელოვანია ის, რომ რეალურად ვნახოთ, ვის რა უჭირს,” - ამის შესახებ "რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის" დამფუძნებელმა გიორგი ალადაშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.

ალადაშვილის თქმით, ის ხალხი, ვისაც დახმარება შეუძლია, თითოეულ მეწარმეს და ბიზნესმენს ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს.

“მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში სესხის პროცენტის სუბსიდირება უნდა მომხდარიყო, რადგან "რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა" ტურიზმის ინდუსტრიის ნაწილია. პანდემიამდე ჩვენ ვიღებდით ტურისტებს, ასევე, გვაქვს განთავსების საშუალებაც... სესხის პროცენტის თანადაფინანსებაში თუ მოგვეხმარებოდა მთავრობა, გამოთავისუფლებული თანხით ჩვენთან დასაქმებულებს ხელფასებსაც გადავუხდიდით და მშვიდად გავაგრძელებდით მუშაობას. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ. მიზეზი კი იყო ის, რომ ჩემი სესხის გადატანა ერთი ბანკიდან მეორეში უნდა მომხდარიყო და ეს ვერ მოხერხდა; შესაბამისად, სესხის პროცენტის სუბსიდირება ვერ მოხდა. ზოგადად, არავინ არაფერს ითხოვს, თუმცა დადგა საჭიროება და კონკრეტული უწყებებიდან ვითხოვე დახმარება, მაგრამ ვერ გამოვიდა თუ არ გამოვიდა, არ ვიცი", - აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.