თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი აშშ-ში, კერძოდ ფლორიდის შტატის სასაართლოში კრიპტოვალუტის განთავსების საქმეზე დავობდა. საქმეზე მოსარჩელეები თავად ბაჩიაშვილი და აშშ-ის მოქალაქე ჯეისონ ბონაიერი იყვნენ. მათი სარჩელი 2021 წლის ივნისში დარეგისტრირდა. საქმის მასალების თანახმად, 2018 წელს ბაჩიაშვილმა 2,112,000 დოლარის ღირებულების ბიტკოინები გადაურიცხა ჩარლი შრემს, რომელსაც აღნიშნული თანხა კომპანია Crowd Machine-ის ICO-ში, ანუ კრიპტოვალუტის გამოშვებაში უნდა ჩაედო, თუმცა Crowd Machine-ის პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა და ბაჩიაშვილმა თანხა დაკარგა. თავად ჩარლი შრემი 2016-2017 წლებში ფულის გათეთრებისა და არალეგალური სავაჭრო პლატფორმის შექმნისთვის საპატიმრო სასჯელს იხიდიდა.
საქმის შესახებ რეპორტაჟი გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათმა" მოამზადა, ბაჩიაშვილმა აღნიშნულ სიუჟეტში განაცხადა, რომ დავა მასსა და ჩარლი შრემს შორის მორიგებით დასრულდა და მას ზარალი ნაწილობრივ აუნაზღაურდა.
“მორიგებით დავასრულეთ, რაღაც ნაწილი აანაზღაურა,”- განაცხადა ბაჩიაშვილმა სიუჟეტში.
აღნიშნულს მიუთითებს ფლორიდის სასამართლო სისტემის ჩანაწერებიც, რომლის მიხედვითაც ბაჩიაშვილმა და ბონაიერმა სარჩელი 2021 წლის სექტემბერში უკან გამოიხმეს.
Crowd Machine-ის ICO-ში ჩადებული ინვესტიცია ბაჩიაშვილის გარდა სხვა პირებმაც დაკარგეს, 2022 წლის იანვარში კალიფორნიაში დარეგისტრირდა სარჩელი, რომლის მიხედვითაც ამ ტოკენში ასობით ინვესტორმა ჯამში 33 მილიონ დოლარზე მეტი ჩადეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი