მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ბარკალაია "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მარკეტინგის დირექტორი გახდა

5c3daeaa27ad2
თელარა გელანტია
15.01.19 13:56
4342
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გუნდს გიორგი ბარკალაია შეურთდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კონსორციუმი ავრცელებს.

„ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანიის გუნდი იზრდება და მას ახალი, წარმატებული ადამიანები ემატებიან.

რამდენიმე დღის წინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მარკეტინგის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი ბარკალაია დაინიშნა.

გიორგი ბარკალაია სხვადასხვა დროს მუშაობდა ისეთ კომპანიებში, როგორიცაა ტელეკომპანია „იმედი“, „ვითიბი ბანკი“, „საქართველოს ეროვული ლატარეა“, „საქართველოს ბანკი“, „არტი ჯგუფი“, ვისოლ პეტროლიუმი“ და სხვა. ის არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია და მისი საქმიანობა ყველა ამ კომპანიაში სხვადასხვა წარმატებულ პერიოდს უკავშირდება. გიორგი ბარკალაია კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორია და მან განათლება საქართველოსა და აშშ-ს უნივერსიტეტებში მიიღო“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.