მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩერქეზიშვილი: ფარმაცევტული სექტორისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა

5fddcbcd48cae
ლიკა გურაბანიძე
19.12.20 14:58
1448

“ფარმაცევტული სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, როდესაც დღგ-სგან იმ დანადგარების გათავისუფლება მოხდა, რომელზეც საჭიროა ინსტალაცია, ხოლო ეს აუცილებელია ფარმაცევტული სექტორის განვითარებისთვის.” - ამის შესახებ ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჩერქეზიშვილმა ასევე ისიც აღნიშნა, რომ სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” ფარმაცევტული მიმართულება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით პრიორიტეტულ დარგებში შეიყვანა.

“ასევე სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფარმაცევტული სექტორის დაფინანსების კომპონენტის ჩართვა მოხდა. აქვე აღსანიშნავია და ძალიან აქტიურია GMP სტანდარტის თემაც. კერძო სექტორი მის გადავადებას ითხოვს. ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიყავით ჩართულები.” - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.