მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩიქოვანი მაგისტრალური გაზსადენის ნატახტარი-ლეხურას 31-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესს გაეცნო

62ff2fa1b97ce
BM.GE
19.08.22 10:36
659
საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა, აღმოსავლეთ-დასავლეთის 700 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის ნატახტარი-ლეხურას (იგოეთი) 31-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

პროექტს, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ბიზნეს გეგმისა და ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის საფუძველზე, საკუთარი სახსრებით ახორციელებს. 31 კილომეტრიან მონაკვეთის მშენებლობაზე, ჯამში, დაახლოებით, 8 მილიონ ლარზე მეტი გაიხარჯა. ნატახტარი-ლეხურას 31 კილომეტრიანი სიგრძის მონაკვეთიდან 14 კმ-დე სიგრძის მონაკვეთის (ქსანი-ლეხურა) მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დასრულდა. დარჩენილი 17,5 კმ-იანი მონაკვეთის (ნატახტარი-ქსანი) სამშენებლო სამუშაოები კი ამჟამად მიმდინარეობს, რომელსაც შპს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენ“-ი ახორციელებს. დასრულება მიმდინარე წელსაა ნავარაუდევი.

ამჟამად, დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგება წარმოებს "საგურამო-ქუთაისის” მაგისტრალური გაზსადენით, რომელიც ექსპლუატაციაში 60-იანი წლების ბოლოს შევიდა. იმის გამო, რომ მისი ტექნიკური მდგომარეობა ამ დროიდან აღარ გაუმჯობესებულა და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სტანდარტებს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ სრულიად ახალი, უახლეს მიდგომებზე მორგებული მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა წამოიწყო.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე შეისწავლა და თითოეულ განხორციელებული თუ დაგეგმილი ეტაპის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ პროექტის ხელმძღვანელებისგან მიიღო.

„ეს პროექტი, თავისი მასშტაბურობით, დიდ როლს შეასრულებს მოსახლეობის უწყვეტი გაზით, შეუფერხებლად მომარაგების საქმეში. კორპორაციის გუნდმა საკმაოდ რთული და შრომატევადი სამუშაოები შეასრულა. გაზსადენის მშენებლობა საკმაოდ ბევრ დეტალთან და სირთულესთანაა დაკავშირებული და მიხარია, რომ თითოეულ გამოწვევას ეს გუნდი წარმატებულად გაუმკლავდა“,- განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.
NS