11.სექტემბერი .2020 14:19

გიორგი ჩუგოშვილი Phubber-ის ენჯელ ინვესტორის ვინაობას ასახელებს

views 1079
უკან

მსოფლიო ბრენდების ქართული ონლაინ მაღაზია Phubber-მა ენჯელ ინვესტორი იპოვა, - ამის შესახებ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი facebook-ის პირად გვერდზე წერს.

„WhatsApp-ის ერთ-ერთი მთავარი დეველოპერის და 8 წლის განმავლობაში მესიჯინგ იფრასტრუქტურის დირექტორის, Eugene Fooksman-ის ოჯახი Phubber-ის ინვესტორია! ჩვენი პირველი Angel ინვესტორი, გიყვარდეთ და ამაყობდეთ!“, - წერს ჩუგოშვილი.

როგორც BM.GE-ის Phubber-ის დამფუძნებელმა განუცხადა, მოზიდული ფინანსური რესურსი კომპანიის განვითარებას, ვებგვერდის გაშვებას და რეგიონის ქვეყნებში გაფართოებას მოხმარდება, თუმცა ინვესტიციის მოცულობა არ დაასახელა.

ცნობისთვის: იუჯინ ფუკსმანი 8 წლის განმავლობაში აპლიკაცია WhatsApp-ის ერთ-ერთი მთავარი დეველოპერი იყო. 2018 წელს მან დააფუძნა ორგანიზაცია Fooksman Family Foundation-ი, რომელიც სოციალურ პროექტებს ახორციელებს.




მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა