აშშ-ში საქართველოს დესპანი გიორგი ციკოლია სამშობლოში ბრუნდება. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დესპანის მისია პირველ აგვისტოს დაასრულა. „დიდი პატივი იყო 6 წელზე მეტი მემსახურა ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გამყარებისთვის“, - წერს ის facebook-ის პირად გვერდზე.
როგორც ირკვევა, გიორგი ციკოლია საქართველოში დაბრუნების შემდეგ კერძო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას. მის ვრცელ პოსტს bm.ge უცვლელად გთავაზობთ.
„საჯარო სამსახურში 11-წლიანი მუშაობის შემდეგ ვუბრუნდები კერძო სექტორს.
ამ ხნის განმავლობაში პატივი მქონდა მემსახურა უამრავ გულანთებულ და ბრწყინვალე პროფესიონალთან (ვამაყობ მეგობრობით ბევრ მათგანთან).
მონაწილეობა მივიღე საზოგადოებისთვის ცნობილ არაერთ პროექტში. წლების განმავლობაში საინვესტიციო და შემდგომ მეწარმეობის განვითარების სააგენტოებში წამოწყებულმა ინიციატივებმა ხელი შეუწყო ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოდინებას, ექსპორტის ზრდას და ახალ ბაზრებზე გასვლას. კარგად მახსოვს მეგობრებთან ერთად გათენებული ღამეები პროგრამა “აწარმოე საქართველოში”-სთვის საფუძვლის ჩაყრის პერიოდში. ვამაყობ ჩვენი საერთო ძალისხმევით, აღნიშნული პროგრამებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში შემოსული $250,000,000-მდე კერძო ინვესტიციებით და 7 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნით.
ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის და ორჯერ ქვეყნის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის რანგში მერგო პატივი მოკრძალებული წვლილი შემეტანა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავებაში.
ჩემთვის (როგორც სოხუმელისთვის) კონგრესის მიერ 2017 წელს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარება განსაკუთრებული მნიშვნელობის გახლდათ.
2016-ში გაფორმებული სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმმა კი საფუძველი ჩაუყარა ყველა შემდგომ სამხედრო პროგრამას. საქართველოსადმი გამოყოფილი დახმარება 2016-ში 82 მილიონიდან 2022-ში 132 მილიონამდე გაიზარდა. წარმომადგენელთა პალატის მიერ 2018 წლიდან დღემდე სამჯერ დამტკიცდა საქართველოს მხარდასაჭერი აქტები(Georgia Support Act), რაც არის უპრეცედენტო მაგალითი ერთი ცალკე აღებული ქვეყნის მიმართ.
ბევრი წამოწყების ბოლომდე მიყვანა ვერ მოვასწარით სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები წარმატებით დაასრულებენ ისეთ პროექტებს, როგორიცაა ამერიკის კერძო ინვესტიციების კორპორაციის (USDFC) რეგიონალური ოფისის გახსნა საქართველოში, მეტი სავაჭრო ურთიერთობები, პირდაპირი საავიაცო ფრენები და ა.შ.
ღრმად მჯერა ფორმულის: "მეტი ამერიკა საქართველოში - მეტი განვითარება - მეტი წარმატებული ადამიანი."
ოჯახთან ერთად ვბრუნდები საქართველოში და უკვე კერძო სექტორში გავაგრძელებ აშშ-ს საუკეთესო მიდგომებისა და მაგალითების დანერგვას ჩვენს ქვეყანაში“, - წერს გიორგი ციკოლია.
გიზიარებთ გიორგი ციკოლიას ერთ-ერთ ბოლო ვრცელ ინტერვიუს, რომელიც BMG-ის ჟურნალისტმა დავით ჯალაღონიამ ჩაწერა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო