მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი დოლიძე: "ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმმა გამოიღვიძა"

60efd3733fc65
თათია კაკიაშვილი
15.07.21 23:40
834

„სასტუმროების ფასების ნიშნული თითქმის იმ წერტილამდეა მისული, რაც 2019 წელს იყო“, - ამის შესახებ BMG-ის სასტუმრო ბიზნეს კონსულტანტმა გიორგი დოლიძემ განუცხადა.

დოლიძე ამბობს, რომ კოვიდ-რეგულაციების მოხსნის შემდეგ, საქართველოში ჯავშნების ოდენობა თითქმის გასამმაგდა. მისივე თქმით, როგორც ხუთ-ვარსკვლავიანი, ისე საოჯახო ტიპის სასტუმროები ამ დროისთვის დიდი დატვირთვით მუშაობს.

„სასტუმროების ფასების ნიშნული თითქმის იმ წერტილამდეა მისული, რაც 2019 წელს იყო. მნიშვნელოვნად გამოვყოფ ბათუმს - თუ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასებს გადავხედავთ, ბათუმში ეს ფასები $200-დან $280-მდე მერყეობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დატვირთულობა საკმაოდ მაღალია. ტურიზმმა და, განსაკუთრებით საერთაშორისო ტურიზმმა, ქვეყანაში გამოიღვიძა და აღმასვლის ტემპებს ძალიან კარგად ვინარჩუნებთ“, - განაცხადა სასტუმრო ბიზნეს კონსულტანტმა გიორგი დოლიძემ.

ცნობისთვის, PMCG-ის კვლევის მიხედვით, 2021 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 6.4%-ით გაიზარდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.5%-ით.