მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ძალიან უსამართლოა ოპოზიციის კრიტიკა ჩვენი ანტიპანდემიური ღონისძიებების გამო"

5f0d9444cf344
ინგა მურუსიძე
14.07.20 15:30
833
ძალიან უსამართლოა, ოპოზიციის მხრიდან მთავრობის კრიტიკა ჩვენი ანტიპანდემიური ღონისძიებების გამო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ ,შესაძლოა, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, საგანგებო მდგომარეობის დროს გათვალისწინებული შეზღუდვების შემოღების უფლება 1 იანვარმდე შეიძლება მიეცეს - ამას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს.

„ძალიან უსამართლოა ოპოზიციის მხრიდან მთავრობის კრიტიკა ჩვენი ანტიპანდემიური ღონისძიებების გამო, როცა მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველო არის ერთ-ერთი პირველი თუ არადა, ყველაზე წაემატებული პანდემიასთან ბრძოლაში.

რაც კი რამე ცვლილება შედის კანონპროექტში, გვჭირდება იმისთვის, რომ აქამდე არსებული პოზიტიური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შევინარჩუნოთ. სხვა არაფრისთვის არ იქნება ეს გამოყენებული. გარდა ამისა, ჩასატარებელი გვაქვს არჩევნები, რომელიც ჩატარდება დემოკრატულ ვითარებაში და ეპიდემილოგიური ვითარების გაუარესება არ უნდა მოხდეს იმისთვის, რომ არჩევნები ჩავატაროთ უსაფრთხო გარემოში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.