მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია - დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკს საჭიროზე მეტი რესურსი აქვს

5f703f659644d
BM.GE
27.09.20 11:21
1171
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს მთავრობას და ეროვნულ ბანკს აქვს "საჭიროზე მეტი" რესურსი აქვს იმისთვის, რათა ეკონომიკური აღდგენის პროცესი დაიწყოს, ეს კი თავისმხრივ ლარის კურსზე "სწრაფ ზეგავლენას" იქონიებს. გიორგი გახარია ამბობს, რომ მთავრობას "კარგად ესმის" თუ რა მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს.

"ყველას ძალიან კარგად გვესმის და პირველ რიგში მე ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი, ჩვენს ქვეყანაში ლარის კურსი არის სოციალური ფაქტორიც. ეს ძალიან კარგად გვესმის, გათვითცნობიერებული გვაქვს, მეორე - რა თქმა უნდა დღეს ლარი ზედმეტად გაუფასურებულია იმიტომ, რომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ლარის კურსის დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კრიზისია საქართველო ასე თუ ისე ნორმალურ პარამეტრებში ვართ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ

პრემიერი ასევე ამბობს, რომ დღეს ვალუტის მერყეობა მნიშვენლოვნად არის მოლოდინებსა და "ემოციებზე" დამოკიდებული. 

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი რამ არის ემოციებზე და მოლოდინებზე დამოკიდებული. გასაგებია, რომ გლობალური პანდემია გვაქვს, გასაგებია, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა გვაქვს, გასაგებია, რომ არჩევნების მოლოდინია, შესაბამისად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ეს და მინდა ერთ რამეს ხაზი გავუსვა არ დაგვავიწყდეს ზაფხული, როდესაც პირველი ტალღა იყო ინფიცირების, მაშინაც ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება იყო, მაგრამ შემდგომ დაუბრუნდა ნორმალურ ნიშნულს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც პირდაპირ სწრაფ ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

2020 წლის 7 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5.7%-ით შემცირდა, ხოლო სებ-მა ლარის მკვეთრი მერყეობის შესაჩერებლად სავალუტო აუქციონების მეშვეობით $450 მილიონი დოლაი გაყიდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის თქმით, წლის ბოლომდე ინტერვენციები სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტი იქნება. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში ლარი აშშ დოლართან 7%-ით გაუფასურდა.

არსებული მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები $3.9 მილიარდი ლარია.