25.აპრილი .2020 00:26

გიორგი გახარია - ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის სახელმწიფო 50 მილიონ ლარს გამოყოფს

views 875
უკან

ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის სახელმწიფო 50 000 000 ლარს გამოყოფს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აგროკრედიტით სარგებლობას 5000 ფერმერი შეძლებს.

„მოგეხსენებათ, რომ დღეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება პირველადი სასურსათო პროდუქტების წარმოება, უბრალოდ, სასურსათო ბაზის შექმნა, ამიტომ, ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ამისთვის სახელმწიფომ გამოყო 50 000 000 ლარი. ამ პროდუქტით სარგებლობას შეძლებს 5000 ფერმერი. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რამეთუ ერთწლოვანი კულტურები არის სწრაფი ეკონომიკური ეფექტის მქონე, მაგრამ ამავე დროს მაღალი ეკონომიკური რისკების შემცველი, ამიტომ, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ფერმერებს მხარში დაუდგეს და დაეხმაროს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა