არჩევნებამდე დაგვრჩა ორი კვირა, საკმაო გამოწვევებით სავსე, თუმცა ჩვენ ეს ორი კვირაც ღირსეულად უნდა გავიაროთ, ისე, როგორც გამოვიარეთ ეს ბოლო წლები - ღირსეულად უნდა გავიაროთ და ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოზურგეთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერ - მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა დადგა პანდემიის მეორე ტალღის გამოწვევის წინაშე და ერთიანობა და პასუხისმგებლობა არის გამოსავალი, რომ საქართველომ მეორე ტალღაც დაამარცხოს ისე, რომ გადარჩეს ქვეყნის ეკონომიკა და ამასთან ერთად ჩატარდეს ყველაზე დემოკრატიული არჩევნები.
„სამწუხაროა, რომ ჩვენ დღეს ამ გლობალური გამოწვევის, პანდემიის პირობებში ვხვდებით, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს რომ ორი კვირა დაგვრჩა, ორი კვირა, საკმაო გამოწვევებით სავსე, თუმცა ჩვენ ეს ორი კვირაც ღირსეულად უნდა გავიაროთ, ისე, როგორც გამოვიარეთ ეს ბოლო წლები. ღირსეულად უნდა გავიაროთ და ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, როგორც გავუმკლავდით პირველ ტალღას, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენი ეკონომიკა, მაგრამ როგორც ვამბობდით, დავდექით მეორე ტალღის გამოწვევის წინაშე და ყველას უნდა გვესმოდეს - ერთიანობა, პასუხისმგებლობა, დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა არის გამოსავალი, რომ ჩვენ მეორე ტალღაც დავამარცხოთ კოვიდთან ბრძოლაში და რაც მთავარია, დავამარცხოთ ისე, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკა, დავიცვათ თითოეული სამუშაო ადგილი და ამასთან ერთად, ჩავატაროთ ყველაზე დემოკრატიული, ღირსეული არჩევნები. ეს ძალზე სერიოზული გამოწვევაა და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავუმკლავდებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ