13.მარტი .2020 14:15

გიორგი გახარია - "ვირუსის გავლენა გლობალურად, ეკონომიკაზე იქნება ძალიან დიდი და სერიოზული"

views 285
უკან

ყველას კარგად გვესმის, რომ ვირუსის გავლენა გლობალურად ეკონომიკაზე იქნება ძალიან დიდი და სერიოზული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება მზად უნდა იყოს, ამ გამოწვევის დაძლევაში ბიზნესს დაეხმაროს.

„ყველას კარგად გვესმის, რომ კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და ერთობლივი ძალისხმევით. არც ერთ შემთხვევაში არ არის ახლა პანიკის დრო. ახლა არის ძალიან კონკრეტული ნაბიჯების და ქმედებების დრო. ჩვენთვის, საქართველოს მთავრობისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო პირველივე დღიდან მოქალაქეების ჯანმრთელობა, შესაბამისად, პირველ რიგში ნაბიჯები იყო გადადგმული მოქალაქეების დასაცავად, ხოლო შემდეგ კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის არის ჩვენი ეკონომიკა და ის მასტიმულირებელი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ნაკლებად აისახოს ეკონომიკაზე ის ზეგავლენა, რაც აუცილებლად იქნება. რაც შეეხება ჯანმრთელობის ნაწილს, საქართველოს მთავრობამ შექმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში დგამს იმ ნაბიჯებს, რაც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. ყველა ნაბიჯი გადადგმულია იმისთვის, რომ ჩვენ შევაჩეროთ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება ქვეყანაში და აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ღონისძიებების ეფექტურობა“, - განაცხადა გახარიამ.