08.სექტემბერი .2019 10:19

გიორგი გახარია - "ხალხის ხმა იქნება ჩვენი ძირითადი მაკოორდინირებელი ძალა"

views 307
უკან

ხალხის ხმა იქნება ჩვენი ძირითადი მაკოორდინირებელი ძალა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრიან.

“ჩვენ ძირითადად ორიენტირებული ვიქნებით საქმეზე, შედეგიანობაზე, ეფექტურობაზე. ეს იქნება ჩვენი ძირითადი პრინციპები და ჩვენ კარგად გვესმის: ხალხის შეფასება, ხალხის ხმა იქნება ჩვენი ძირითადი მაკოორდინირებელი ძალა. ჩვენ ასევე გვესმის, რომ ჩვენ მოქალაქეს, სადაც უნდა ცხოვრობდეს ის, არ აინტერესებს, ჩვენი ინიციატივები, პროგრამები, რეფორმები და გეგმები, მისთვის სახელმწიფოს განსახიერება არის რიგითი სახელმწიფო მოხელე, რომელიც ვერ ასრულებს ხშირ შემთხვევაში, ან ასრულებს მის დაკვეთას- უგვარებს მას ყოველდღიურ პრობლემებს. ამიტომ მიზნის მისაღწევად უნდა გვესმოდეს, რომ უნდა ვიმუშაოთ ერთად: მთავრობამ, პარლამენტმა, ხელისუფლებამ მთლიანად, ოპოზიციამ მათ შორის და რა თქმა უნდა, ჩვენმა მოქალაქეებმაც. სხვანაირად წარმატებულ ხვალინდელ დღეს ვერ მივაღწევთ”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა