27.სექტემბერი .2020 11:38

გიორგი გახარია - ქვეყანაში სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება

views 297
უკან

"ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიზნობრივი და ლოკალური- სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, სასწავლო პროცესის განახლება მთავრობის მიერ დაანონსებული გეგმით მოხდება.

"სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ. ნებისმიერი ჩვენი შემდგომი ღონისძება, ქმედება, ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოჰყვება მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები, ამიტომ, ნორმალური ცხოვრების პირობებში გავრცელება რომ იყოს შედარებით დაბალი, უნდა ვატარიოთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და მარტივად - დავიბანოთ ხელი უფრო ხშირად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

27 სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად დადასტურებული ინფიცირების შემთხვევები 5254 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 87-ით გაიზარდა და 1906-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 5674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. კოვიდ სასტუმროებში კი ამ დროისთვის 800 ადამიანია მოთავსებული.

გარდაცვლილთა რაოდენობა უცვლელია და 28-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა