მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2020 წლის გაზაფხულიდან ბათუმს UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ექნება. მოედნის სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც დასკვნით ეტაპზეა, დღეს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გაეცნო.
ამ ეტაპზე, სამუშაოები შიდა და გარე პერიმეტრზე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. დასრულდა საფეხბურთო სტადიონის ფასადის და გადახურვის სამუშაოები, ასევე - გახმოვანების სისტემების მონტაჟი, დაიგო მინდვრის საფარი, მიმდინარეოვს სკამების მონტაჟი.
გიორგი გახარიას შეფასებით, სტადიონი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების მასპინძლობასაც შეძლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტისა და ქალაქის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ქვეყანაში ტურიზმის სტიმულირებისთვისაც.
„სპორტულ ინფრასტრუქტურაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. ეს გახლავთ უეფას მეოთხე კატეგორიის სტადიონი, რომელიც მარტში უკვე დასრულდება და ხელს შეუწყობს როგორც რეგიონში ტურიზმის განვითარებას, ასევე სპორტის განვითარებას. მოგეხსენებათ, რომ ბათუმის „დინამო“ ჩათვალეთ, რომ დღეს უკვე ქვეყნის ვიცე-ჩემპიონია და დარწმუნებული ვარ რომ თითოეულ ფეხბურთის გულშემატკივარს, ბათუმის, აჭარის რეგიონის დასავლეთ საქართველოს და მთლიანად საქართველოს ექნება საშუალება, თანამედროვე, უაღრესად მაღალტექნოლოგიურ სტადიონზე უგულშემატკივროს და ჩვენს ფეხბურთელებთან ერთად ვიზეიმოთ ის გამარჯვებები, რომელიც ჩვენ გვექნება სპორტში და აუცილებლად გვექნება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბათუმის „დინამო“ ვიცე-ჩემპიონია ქვეყნის და მომავალი წლიდან მოუწევს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა გორგი გახარიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის