მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: შატილში ახალი სკოლა აშენდება

5da86d6825a2a
BM.GE
17.10.19 17:31
834
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ავრცელებს.

"შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.

სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება.
 
სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ", - აღნიშულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.