მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს

5f3e23b07f484
ინგა მურუსიძე
20.08.20 11:16
16059
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს. პრემიერის თქმით, შესაბამისი დახმარების მიღებისთვის რეგისტრაციის პროცესში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მოქალაქეებს შუამავალობას სთავაზობენ. 

„ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლიდანაც ნათელი გახდა, რომ ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ფინანსური და ხშირად პოლიტიკური სარგებელი მიიღონ იმით, რომ ბავშვებს და მათ მშობლებს დაეხმარონ იმ დახმარების მიღებაში, რომელიც მათ სახელმწიფოსგან ეკუთვნით. რა თქმა უნდა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავალი არ გვჭირდება.

შესაძლოა, აქ იყოს მორალური და ფიზიკური პირების შემთხვევაში სამართლებრივი პასუხისმგებლობაც, თუმცა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა ვუთხრა - ნებისმიერი სახელწიფო ორგანო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე მათ დაეხმარება. განცხადებების მიღება გაგრძელდება 1 დეკემბრამდე და დახმარებების გაცემა დაიწყება 1 დეკემბრამდე. იმედი მაქვს, რომ მსგავსი მორალური პრობლემები, როცა ცდილობენ, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარება პოლიტიკურ დივიდენდებში დააკორექტირონ, ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

200 ლარიანი კომპენსაციის მისაღებად უკვე 600 868 ბავშვი დარეგისტრირდა - გახარია