„ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა პირველი ზარი უნდა იყოს იმისთვის, რომ ყველა გამოვფხიზლდეთ - რიგითი მოქალაქე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება, რადგან, თუ ყველა ერთად არ დავირაზმეთ, უხილავ მტერთან საბრძოლველად, სხვანაირად შეუძლებელია; ტემპი უნდა გააძლიეროთ და ტემპთან ერთად უნდა გააძლიეროთ ხარისხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორგი გახარიამ აჭარის საგანგებო შტაბთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვირუსთან ბრძოლის ნაწილში ქვეყანამ უნდა გაიმარჯვოს ისე, რომ შეინარჩუნოს ეკონომიკა და მას მინიმალური ზიანი მიადგეს.
„თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი დღეს არის სარფიდან ახლად შემოსული ჩვენი მოქალაქეების კონტროლი, რომლებიც მაშინვე გადადიან კარანტინში. დღეს აჭარაში კარანტინში მოქალაქეთა დიდი რაოდენობაა და მათი თერმოსკრინინგი უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს არის ყველაზე მარტივი, სწრაფი და რაც მთავარია, ობიექტური ინსტრუმენტი, როგორ შეიძლება გამოვავლინოთ რისკის შემცველი შემთხვევები.
თქვენ უნდა იცოდეთ ერთი რამ, აჭარაში რაღაც პერიოდის განმავლობაში, რაღაც რაოდენობით COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტები გეყოლებათ. ვერავინ გეტყვით, ეს იქნება, ერთი თვე, სამი თვე, 6 თვე თუ ერთი წელი. ჩვენი ამოცანაა, ამ პროცესთან ადაპტაცია და მისი მართვა ისე, რომ სხვა თანმდევი პროცესები - სახელმწიფოს ფუნქციონირების, ბიზნესის, ეკონომიკის, ტურიზმის, ჩვეულებრივი სამოქალაქო ცხოვრების - ნელ-ნელა აღვადგინოთ.
კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ერთდროულად გავიმარჯვოთ ამ ორივე ფრონტზე - ჯანმრთელობა, ადამიანის სიცოცხლე და ეკონომიკა. მხოლოდ ჯანდაცვის ნაწილში წარმატებას არანაირი ფასი არ ექნება, თუ ჩვენ საბოლოოდ გავანადგურეთ ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ ამ ვირუსთან ბრძოლის ნაწილში უნდა გავიმარჯვოთ ისე, რომ შევინარჩუნოთ ეკონომიკა და მას მივაყენოთ მინიმალური ზიანი.
დღეის მდგომარეობით, აჭარის ეკონომიკას ტურისტული სეზონის ფაქტობრივად გაუქმების შედეგად ძალიან დიდი ზიანი ადგება. მოთხოვნა-მიწოდების სტრუქტურა ქვეყანაში და გლობალურადაც შეიცვლება და ამისთვის ყველა მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი პირველი ამოცანაა, გავუმკლავდეთ ვირუსს და მეორე ამოცანაა, ეს გავაკეთოთ ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას და შევინარჩუნოთ ეკონომიკის სწრაფი ზრდის პოტენციალი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის ნაწილში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მზადყოფნის დონე ერთ-ერთ საუკეთესოდ შეაფასა.
„ჯანდაცვის ნაწილში, აჭარის მზადყოფნა ერთ-ერთი საუკეთესოა და ამაში ჯანდაცვის მინისტრიც დამეთანხმება, მაგრამ, ეს არ არის თვითკმაყოფილების საფუძველი. ეს ტემპი უნდა გააძლიეროთ და ტემპთან ერთად უნდა გააძლიეროთ ხარისხი. ჩვენ ვართ, ერთის მხრივ, უკიდურესად ფრთხილები, მაგრამ, მეორეს მხრივ, უკიდურესად უკომპრომისოები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შტაბთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა ვირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევაზე და დაღუპულის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნასთან ერთად, ასევე ხაზი გაუსვა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მნიშვნელობას და აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს ამ კუთხით კონტროლის გამკაცრება დაავალა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის