23.მარტი .2020 01:16

გიორგი გახარია: „აირზენას“ დირექტორი მეტი ფულის გადახდას ელოდება და სხვას - არაფერს

views 2300
უკან

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ქართული ავიაკომპაია "ჯორჯიან ეარვეისის" მიერ გაუქმებულ რეისებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ კერძო კომპანიებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ თუ ისინი საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, სახელმწიფო მათ მიმართ შესაბამის ზომებს გაატარებს.

"მე ვფიქრობ, რომ "აირზენას" დირექტორი ელოდება იმას, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან და სხვას - არაფერს. ჩვენი ამოცანა არის მარტივი. მაქსიმალურად სწრაფად და ორგანიზებულად ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ ევროპის და საერთოდ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, არავის არ დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელთაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს, ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდგომ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან დროებით ექსპროპრირებული სახელმწიფოს ინტერესებში, რათა სახელმწიფომ დაიცვას საკუთარი ინტერესები. ეს გადაეცით ამ კომპანიის დირექტორს პირადად ჩემგან," - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

BM.GE  "ჯორჯიან ეარვეისის" დირექტორსაც დაუკავშირდება და სურვილის შემთხვევაში, მათ კომენტარსაც შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" რეისები, რომლებიც ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით იყო დაგეგმილი, ვერ შესრულდა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა