მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: ამ ბოლო დროს ბევრ საოცარ რამეს ამბობს მამუკა ხაზარაძე

5d7f46de877ec
შოთა ტყეშელაშვილი
16.09.19 12:15
1345
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პოლიტიკაში წასული ხაზარაძე "ბევრ საოცარ რამეს ამბობს."

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კი, გახარიამ თქვა, რომ პროექტში არცერთი "სერიოზული და მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი არ დარჩა."

"საერთოდ ბევრ საოცარ რამეს ამბობს ამ ბოლო დროს მამუკა ხაზარაძე, წერილი, ოქმი, მოიტანოს გვანახოს. არ არის კარგი, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის საკითხი. ანაკლიის პროექტი არ ეკუთვნის არცერთ პირს, ის ეკუთვნის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. 

ანაკლიის პროექტთან დაკავშირებდით ვამბობდი, რომ მას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორი. ანაკლიას სჭირდება პასუხისმგებლიანი კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ, არ გვყავს. ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრობლემა.

სახელმწიფო უჭერდა და უჭერს მხარს პროექტს და ასრულებს ყველა ვალდებულებას. ბოლო ქმედებები, რომლებიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არცერთი სერიოზული, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი პრაქტიკულად არ დარჩა პროექტში", - ამბობს გახარია.