06.სექტემბერი .2019 13:40

გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერებას გეგმავს

views 208
უკან

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტიც მოხვდა. პროგრამაში აღნიშნულია, რომ მთავრობა განაგრძობს აქტიურ რეფორმებს ბიზნეს გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობისთვის. მათ შორის გაძლიერდება ბიზნესთან დიალოგი, კერძო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და მოგვარებისთვის და გაძლიერდება ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი.   

„მოხარულები ვართ, რომ 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამაში ცალკე დაეთმო ადგილი ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების საკითხს. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის ლეგიტიმაციის კიდევ უფრო გაზრდას შეუწყობს ხელს და მზად ვართ კონსულტაციებისთვის.“- ასე აფასებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პროგრამაში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების მოხვედრას მოქმედი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ ბიზნესომბუდსმენის ოფისის გაძლიერებისთვის კიდევ არის რესურსი და ამ მიმართულებით აპარატში რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) დანერგვაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ვფიქრობთ, რომ არის რიგი მიმართულებები, სადაც არის რესურსი არის ბიზნესომბუდსმენის ოფისის გაძლიერებისთვის. მათ შორის ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნების და შუამდგომლობების ლეგიტიმაციის გაზრდა. ასევე, ბიზნესომბუდსმენის აპარატში რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) მიმართულების დანერგვა. RIA-ს დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რადგანაც ბევრი საკითხია როგორც უკვე ამოქმედებული, ასევე დაგეგმილი რეგულაციების, რეფორმების კუთხით, რომელიც საჭიროებს ბიზნესზე გავლენის შეფასებას.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ბიზნეს გარემოს მიმართულებით სწორედ არის უკვე არსებული და მოსალოდნელი რეგულაციების გავლენა ბიზნესზე. ვფიქრობ, ბიზნესის მოთხოვნის საფუძველზე, ბიზნესომბუდსმენის ოფისისთვის RIA-ს ჩატარების შესაძლებლობის მიცემა შეამცირებს ახალი რეგულირების ნეგატიურ გავლენებს სამეწარმეო საქმიანობაზე. RIA-ს დანერგვა ბიზნესომბუდსმენის აპარატში გააძლიერებს ინსტიტუტს და ხელს შეუწყობს ბიზნესომბუდსმენს ოფისის როლის გაზრდას ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით“ - განაცხადა ლექვინაძემ.

ბიზნესომბუდსმენმა ბოლო წლებში, ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერების მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.

„აქამდე, იმ ლეგიტიმაციის და კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც გვაქვს ვცდილობთ ვიმოქმედოთ მაქსიმალურად ეფექტურად. ჩვენი ოფისის მუშაობის ეფექტურობა, ასახულია ჩვენივე შედეგებში.ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაძლიერებისთვის ჩვენ გადავდგით რიგი ნაბიჯები. მათ შორის, ადმინისტრაციულ დავებში სასამართლო მეგობრის ფუნქციის დამატება. ასევე, დონორებთან თანამშრომლობით ინევსტიციების დაცვის მიმართულებით დავნერგეთ სისტემური პლატფორმა“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა