მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია ბიზნესს ამშვიდებს: "მკაცრ ჩაკეტვებს ადგილი არ ექნება"

5f6346de8c9db
თელარა გელანტია
17.09.20 15:20
877
“ჩვენ სხვადასხვა არხებით მოგვდის ჩვენი ბიზნესის, ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლების ფრთხილი იმპულსები - ისინი საკმაოდ ღელავენ მიმდინარე პროცესებზე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ მკაცრ ჩაკეტვებს, შეზღუდვებს ადგილი აღარ ექნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ვირუსთან ბრძოლა წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა მოხდეს და ეს შესაძლოა იყოს ლოკალური შეზღუდვები, თუმცა მკაცრი სისტემური შეზღუდვები ქვეყანაში აღარ განმეორდება.

„ჩვენი ადაპტაციის პოლიტიკის ძირითადი კომპონენტი გახლავთ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ წერტილოვნად, მიზნობრივად უნდა ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას. ეს შეიძლება იყოს ლოკალური შეზღუდვები, მაგრამ მკაცრი სისტემური შეზღუდვები, რომლითაც ჩვენ პირველ ეტაპზე მობილობა დავაგდეთ, მსგავსი შეზღუდვები ქვეყანაში აღარ განმეორდება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დღეის მდგომარეობით პრიორიტეტია ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, ეკონომიკური აღდგენის სისწრაფე და ამავე დროს, მოქალაქეების ჯანმრთელობასაც უნდა გავუფრთხილდეთ.

დღეს ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს და ყველა საერთაშორისო შეფასებით საქართველოს ექნება ერთ-ერთი საუკეთესო სასტარტო პირობები პოსტკრიზისულ ეკონომიკაში და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ, - განაცხადა გიორგი გახარიამ.