მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: ჩვენ დღეს გვაქვს ორი კრიტიკული ამოცანა

62290cd1ee70f
თელარა გელანტია
10.03.22 00:34
1364
"ჩვენ დღეს გვაქვს ორი კრიტიკული ამოცანა: პირველი - არავის მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ საქართველო ჩაითრიოს ომში, მეორე - არავის არ მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ მოხდეს საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია, რისი ნიშნებიც უკვე ნელ-ნელა არსებობს", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, ყოფილა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს, ჩვენს თვალწინ მსოფლიოს ახალი დღის წესრიგი დგება. ჩვენს მთავრობას რატომღაც ჰგონია, რომ თუ არ შეიმჩნევს ამას, ამით რაღაც რისკებს თავს დააღწევენ და ჰგონიათ, ეს ჩვენ არ შეგვეხება, ეს არ არის სწორი. დღეს, გლობალურად მსოფლიოში ისეთი პროცესები მიდის, რომ განსაკუთრებით საქართველოს და ჩვენს მსგავს ქვეყნებს ამ რეგიონში - ეს შეეხება. ყველას ხომ კარგად გვახსოვს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნა რა იყო?! ეს ეხებოდა უკრაინასთან ერთად საქართველოს. ამიტომ საქართველოს მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ, პირველ რიგში, ძალიან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ დღეს გვაქვს 2 კრიტიკული ამოცანა - პირველი, არავის არ მივცეთ იმის შესაძლებლობა , რომ საქართველო ჩაითრიოს ომში და მეორე, არავის არ მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ მოხდეს საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია, რისი ნიშნებიც უკვე ნელ-ნელა არსებობს, იმიტომ, რომ ჩვენი პარტნიორების ნდობა ჩვენდამი სულ უფრო და უფრო ქვეითდება
არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი რამ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის თქმით, უპრეცედენტოა გლობალური მხარდაჭერა განვითარებული, თანამედროვე, დემოკრატიული სამყაროსი უკრაინის მიმართ და საქართველომაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს მხარდაჭერა საქართველოზეც გავრცელდეს.

"დღეს ყველანი ვხედავთ, რომ უპრეცედენტოა გლობალური მხარდაჭერა განვითარებული, თანამედროვე, დემოკრატიული სამყაროსი უკრაინის მიმართ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მხარდაჭერა საქართველოზეც გავრცელდეს, იმიტომ, რომ ჩვენ ზუსტად იგივე უსაფრთხოების რისკები გვაქვს, რაც უკრაინას - ჩვენც გამოვიარეთ 2008 წელს ომი, ჩვენც დავიმსახურეთ ის, რომ ეს კონსოლიდირებული,საერთაშორისო, დასავლური ძალა უზრუნველყოფდეს და ეხმარებოდეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსაც და ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც უფრო მალე გაიგებენ და გაიაზრებენ ამას უკეთესი იქნება", - თქვა გახარიამ.