მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ მთავრობა ეკლესიასთან კომპრომისს იპოვის

5e8200fcc6d7b
ინგა მურუსიძე
30.03.20 18:23
1205
მე, როგორც რიგით ქრისტიანს ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ისე ეკლესიისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მედია დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია პრემიერს ეკლესიასთან ე.წ. საყოველთაო კარანტინთან დაკავშირებით.

„კომუნიკაცია იყო, გაგრძელდება და სწორედ ასეთი კომუნიკაციის შედეგია, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეზოების შესაბამისი ხმის ტექნიკით აღჭურვა იმისთვის, რომ მრევლს შეეძლოს გარეთ იყოს და ისე უსმინოს ლოცვას. მთავრობის პასუხისმგებლობა არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ, როცა საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას, ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან. მე ვერ წარმომიდგენია, როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს და რიგით ქრისტიანს, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ისე ეკლესიითვის“, - განაცხადა გახარიამ.