მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: დემოკრატიზაციის მიმართულებით გზას არ გადავუხვევთ

5ddf6c4e71b50
დავით ჯალაღონია
28.11.19 10:35
1116
პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მან მთავრობის დღევანდელი სხდომის დასაწყისში, ეს ფაქტი არის დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამავდროულად – დიდი შესაძლებლობა.

"საქართველო მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციას პირველად ხელმძღვანელობს და ევროსაბჭოს წევრი 20 წლის წინ გახდა. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სრულფასოვნად დღის წესრიგის შექმნაში მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენს ევროპელ კოლეგებს დავუყენოთ ის საკითხები, რომელიც აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რა როლი აქვს დემოკრატიზაციის პროცესებს ამ ქვეყანაში.

როდესაც საქართველო 20 წლის წინ ევროსაბჭოს წევრი გახდა, ქვეყანამ აიღო ვალდებულება და დაადასტურა მისი თანმიმდევრული ზრუნვა და სურვილი ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მარტივი გზა და ჩვენს ქვეყანას კიდევ წლების განმავლობაში მოუწევს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების გატარება, ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანი, რასაც რა თქმა უნდა, დღესაც ვადასტურებთ, მიმდინარე პროცესების თვალსაზრისითაც, პოლიტიკურ პროცესებს ვგულისხმობ, სადაც ქვეყანა სრულად ადასტურებს, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს გამოხატვის თავისუფლება შეიძლება მიაჩნია პოლიციელის შეურაცხყოფა, პარლამენტში შეჭრა ან თუნდაც პარლამენტის პიკეტირერება, ჩვენ, სახელმწიფო სრულად ვიაზრებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას და ჩვენი პასუხი მსგავს ნაბიჯებზე სრულად კანონიერი და გააზრებული იქნება", – განაცხადა პრემიერმა.