მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია ეგვიპტის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

5daf03d1bf40f
თელარა გელანტია
22.10.19 17:25
518
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრ საჰარ ნასრის შეხვდა.


პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო.


ეგვიპტის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა რწმენა, რომ ეგვიპტესა და საქართველოს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.


ისაუბრეს ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე, რომელიც თბილისში 2020 წელს გაიმართება. აღინიშნა, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, სახელმწიფოებს შორის არსებული ეკონომიკური პროექტების შეფასება მოხდეს, ასევე განისაზღვროს ახალი შესაძლებლობები.