მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მლრდ ლარი გამოიყო

5e844734a5e2c
სალომე მეცხვარიშვილი
01.04.20 11:46
1381
მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო,- ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

თანხა როგორც - დასაქმებულთა, ასევე დაზარალებული კომპანიების გადარჩენისკენ არის მიმართული.

ყველა მოქალაქეს, რომელიც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ გაზს მოიხმარს, მთავრობა მათ კომუნალურ გადასახადებს სამი თვის განმავლობაში დაუფარავს.

ამასთან, პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ არაა გამორიცხული მთავრობას ამ პროგრამის კიდევ უფრო გაზრდაც დასჭირდეს.

უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.