მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია ელიზაბეთ რუდს შეხვდა

5e15da0fcfb23
ინგა მურუსიძე
08.01.20 17:30
599
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდს შეხვდა.

როგორც bm.ge-ს პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ისაუბრეს გასული წლის განმავლობაში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე.

საუბარი ასევე შეეხო ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს.

შეხვედრას აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსი ლიზ ზენტოსი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.