06.თებერვალი .2020 19:12

გიორგი გახარია ისრაელის ახალდანიშნულ ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა

views 282
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს და სამომავლო პრიორიტეტებზე იმსჯელეს. აღინიშნა ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა მთელი რიგი მიმართულებებით და ითქვა, რომ გაცილებით მეტია პოტენციალი, რომელიც სრულად უნდა იქნას გამოყენებული, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით.

ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოებს შორის მზარდ სავაჭრო ბრუნვაზე; აღინიშნა, რომ ტურიზმის თვალსაზრისით, ისრაელი ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოს ვიზიტორ ქვეყნებს შორის. გამოითქვა იმედი, რომ 2020 წელი ამ და სხვა მიმართულებებით კიდევ უფრო მეტად აქტიური იქნება.

შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო იმ პროექტებსა და პროგრამებს, რომლებსაც ისრაელის საელჩო საქართველოში განათლების ხელშეწყობის მიმართულებით ახორციელებს. საუბარი შეეხო ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ კავშირებს.

მთავრობის მეთაურმა ისრაელის სახელმწიფოს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

გიორგი გახარიამ რან გიდორს ახალ პოზიციაზე წარმატება უსურვა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა