მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: კომენდანტის საათზე დღეს არ ვსაუბრობთ

5e77d7fa8c238
დათო ჯალაღონია
23.03.20 01:24
1208
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში, ამ ეტაპზე, ქვეყანაში კომენდანტის საათის შემოღება არ იგეგმება. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის კანცელარიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"კომენდანტის საათზე დღეს არ ვსაუბრობთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველა ნაბიჯით, რასაც ვდგამთ, მიზნად ვისახავთ ისე გავუმკლავდეთ ამ კრიზისს, რომ არ დაგვჭირდეს სპეციალური ღონისძიებების - კარანტინის მიღება", - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, გახარიამ აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანი, ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გარდა, ეკონომიკური კუთხით დანაკარგების მაქსიმალურად შემცირებაა.

"ყველას კარგად გვესმის, რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდებით, გავიმარჯვებთ. ჩვენ დღეს ვფიქრობთ იმაზე, როგორ მოვახდინოთ ეკონომიკაზე დარტყმის მინიმიზაცია", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა ძალაში. ამასთან, პრემიერის დღევანდელი გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის რაიონები ჩაიკეტა - იქ შესვლა ან ამ რაიონებიდან მოქალაქეების გამოსვლა იკრძალება. ამ გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების მორიგი შემთხვევაა, რაც სწორედ მარნეულში, 62 წლის ქალბატონს დაუდგინდა. მისი ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა.