მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: კორონავირუსთან დაკავშირებით, პანიკის საფუძველი არ გვაქვს

5e575c5f71232
ინგა მურუსიძე
27.02.20 10:05
808
პანიკის საფუძველი არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ეფექტურად მუშაობს.

„მოგეხსენებათ, საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს. ჯანდაცვის სამინისტრო, სხვა უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო საბჭო სრულად აკონტროლებენ სუტუაციას. მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. ისინი, რაც უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება მედიასაშუალებების მიერ ჩვენი მხრიდან. აქტიურად გრძელდება საკოორდინაცოო საბჭოს მუშაობა, რომელიც შეიქმნა 28 იანვარს და სწორედ ამ საბჭოს მუშაობის შედეგად მოხდა პირველი შემთხვევის საზღვარზე დაფიქსირება“, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ: საქართველოში კორონავირუსის პირველი ფაქტი დადასტურდა.