23.მარტი .2020 00:34

გიორგი გახარია: მარნეულის და ბოლნისის რაიონები მკაცრ საკარანტინე რეჟიმზე გადადის

views 750
უკან

მარნეულის და ბლონისის რაიონები მკაცრ საკარანტინე რეჟიმზე გადადის.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა.

ცნობისთვის: შუახნის ქალი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეულიდანაა. პაციენტი ორმხრივი პნევმონიით ოთხი დღის წინ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს, 22 მარტს კი, თბილისში გადმოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იყო.

შეგახსენებთ: ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ვირუსისგან 3 პაციენტი განიკურნა. 5 ახალი გამოჯანმრთელებულის შესახებ StopCoV.ge-ზე ჯერ ინფორმაცია არ განახლებულა. საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევაა გამოვლენილი. კარანტინის რეჟიმშია 3254 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 233.