30.ოქტომბერი .2020 14:54

გიორგი გახარია: მე ჩემი საკუთარი რეიტინგი მაქვს და არჩევნების მერე გაგიმხელთ

views 449
უკან

"მე ჩემი რეიტინგი მაქვს, საკუთარი და ამას არჩევნების მერე გაგიმხელთ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების თუ ტელევიზიების დაკვეთით ჩატარებულ კვლევებში პარტიების და პოლიტიკოების განსხვავებულ რეიტინგებს შეეხებოდა.

„მე არანაირი რეიტინგები და კვლევები არ მჭირდება, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზიების ან პარტიების გაკეთებული; ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ადამიანებთან, განსაკუთრებით ბოლო 3 თვის განმავლობაში, ყველაზე სწორი არის ეს შეგრძნებები. მე ჩემი რეიტინგი მაქვს, საკუთარი. მერე გაგიმხელთ, არჩევნები რომ დამთავრდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის: ხვალ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია.