პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე გახარიამ ღვინის ხარისხის შესახებ გააკეთა განცხადება:
“დარგი კარგად ვითარდება 9 თვის მონაცემებით, როგორ მახსოვს 60 მილიონ ბოთლზე მეტი არის ექსპორტირებული და ეს კარგი მონაცემებია. მახსოვს 2012-2013 წლები, როდესაც 50,000 ტონაზე ვსაუბრობდით და წელს უკვე რთველში მიღებული გვაქვს დაახლოებით 270,000 ტონა ყურძენი.
რა თქმა უნდა არის დრო, რომ ვიფიქროთ ხარისხზე. ყველას კარგად გვესმის, რომ ქართული ღვინის ხარისხი ვენახის ხარისხიდან იწყება. მესმის, რომ პრობლემები ძალიან ბევრია, თუმცა თუ პრაგმატულად, ობიექტურად, შედეგზე ორიენტირებულად მივუდგებით, გადაუწყვეტავი პრობლემა წესით არ უნდა იყოს.
შევქმნით ფორმატს, რომლითაც გვექნება საშუალება პირდაპირ ვესაუბროთ მეღვინეებს. რა თქმა უნდა, დღეს აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რთველზე, მიუხედავად იმისა, რომ გამოვძვერით როგორც ჩანს, არ იყო მარტივი რთველი და არ მიდიოდა ერთმნიშვნელოვნად. რა თქმა უნდა ჯერ კიდევ რაჭაა დარჩენილი და შევთანხმდით, რომ ამაზეც უნდა ვისაუბროთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გვესმის ყველას, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ხარისხზე მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი,”- განაცხადა გახარიამ.
ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტის სახით 86,194,288 ბოთლი ღვინო (0.75 ლიტრი) გავიდა. 53,682,627 ბოთლი, ანუ მთლიანი ექსპორტის 62.3% რუსულ ბაზარზე, 12.4% უკრაინულ, 8% ჩინურ, 4.1% კი ყაზახურ ბაზარზე გავიდა. 2019 წლის 9 თვეში კი ექსპორტი დამატებით 10%-ით გაიზარდა და 62,2 მილიონ ბოთლს მიაღწია. ღვინის 2/3 კვლავ რუსულ ბაზარზე გადის.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სახელმწიფო კომპანია "აკურას" რთველის დასრულებისთვის დამატებით 40 მილიონი ლარი გამოუყო. სახელმწიფო კომპანია მევენახეებისგან ყიდულობს ყურძენს, რომელიც ღვინის სხვა ქარხნებმა ვერ ჩაიბარეს. აღნიშნული ყურძნით მთავრობა სპირტს ხდის.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საკუთარი ყურძენი უკვე 21 ათასმა ფიზიკურმა პირმა ჩააბარა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
2020 წლიდან WhatsApp-ი მილიონობით სმარტფონზე უფუნქციო გახდება
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი