მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: ქვეყნის ერთ ადგილზე დგომის ყველაზე ძირითადი მიზეზი ეს იყო

60b24fc36226f
თელარა გელანტია
29.05.21 18:27
2674
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს საქართველოს სჭირდება სწრაფი განვითარების, მაგრამ თანმიმდევრული გეგმა.

ამის შესახებ მან პარტიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ყველას გვახსოვს, რომ ყოველი ჩვენი ხელისუფლება დაბეჯითებით ანგრევდა წინამორბედის მიერ დატოვებულ შთამომავლობას იმის მიუხედავად, რამდენად გონივრული და კარგი იყო ეს შთამომავლობა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნის ერთ ადგილზე დგომის ყველაზე ძირითადი მიზეზი ეს იყო.

ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს და მაგალითად, რომ შევადაროთ, ვაშენებთ სახლს და თითოეული ხელისუფლების ვალდებულებაა, ერთი სართული მაინც დააშენოს ჩვენი წინაპრების დაშენებულ ფუნდამენტს. ამ შემთხვევაში, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ახალი ხელისუფლება როდესაც წინამორბედის მიერ დატოვებული შთამომავლობის ნგრევას იწყებს, რა თქმა უნდა, ქვეყანას განვითარების პერსექტივას უსპობს.

შედეგად, ჩვენ ვრჩებით იმის ტყვეობაში, რომ უნდა ვიცხოვროთ მხოლოდ ერთსართულიან ქვეყანაში ცათამბჯენების ეპოქაში. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მიუღებელია და ყველანი ერთად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ უნდა გავერთიანდეთ განახლებისთვის, რომელიც ყველაფერს ცუდს ეტყვის უარს, მაგრამ გაითვალისწინებს ყველაფერს კარგს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.