25.თებერვალი .2020 11:08

გიორგი გახარია: რუსეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

views 1928
უკან

“რუსეთი ეწინააღმდეგება NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას, დროა NATO-მ საქართველოს მისწრაფებებს უპასუხოს,”- წერს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტატიაში, რომელიც მისი სახელით The Washington Times-ში გამოქვეყნდა.

სტატიის სათაურია “საქართველო იმსახურებს NATO-ში გაწევრიანებას” და ის საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის პარტნიორობას ეხება.

“საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის,”- აცხადებს გახარია.

გიორგი გახარია სტატიაში წერს:

“ჩვენი მიზანია, ერთობლივი წვრთნების გაფართოება, ჩვენი პორტების უფრო აქტიურად ჩართვა და ჩვენი საზღვაო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ქართველები სამართლიანად ამაყობენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ტრანსატლანტიკურ ალიანსში შეტანილი უზარმაზარი წვლილით. ჩვენი მიზანია, დასავლურ ცივილიზაციასთან და ღირებულებებთან ჩვენი კავშირის და ღრმა ფესვების დემონსტრირება პრაქტიკული მოქმედებებით, რომლებიც აათმაგებს ჩვენს სიმტკიცეს და თავდაცვისუნარიანობას მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ღირებულებებს არ იზიარებს. შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, საქართველო კი წარმოადგენს ერთგულ პარტნიორს დასავლური ერთსულოვნების ფარგლებში. სწორედ ამ მიზეზით უნდა შეასრულონ ნატოში ჩვენმა მეგობრებმა თავიანთი დაპირება სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ უსაფრთხოების ორგანიზაციაში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი სტატიაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა