მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: საკმაოდ ტოქსიკური 4 დღე გველის

5f982a9ba7ff4
ვიქტორია მღებრიშვილი
27.10.20 18:26
894
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგები გაცილებით მაღალია, ვიდრე ამას სხვადასხვა კვლევები უჩვენებს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ფოთში ჟურნალისტებს Survation-ის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ 55,7%-ით ლიდერობს.

გიორგი გახარიას შეფასებით, ოპონენტებში არსებული აჟიოტაჟი სწორედ აქედან გამომდინარეობს.

„ვფიქრობ, ეს საკმაოდ ფრთხილი ციფრებია, რადგან მე რასაც ვმოგზაურობ, არ მჭირდება ეს კვლევები... მე ვიცი, რომ "ქართული ოცნების" მხარდაჭერა ბევრად უფრო მეტია და ამას არჩევნებზე ვნახავთ. ამას ჩვენი ოპონენტებიც გრძნობენ და აქედან არის ეს ისტერიკა და ჟივილ-ხივილი, რაც გვესმის და რასთან ერთადაც ცხოვრება და შეგუება მოგვიწევს 4 დღის განმავლობაში; საკმაოდ ტოქსიკური 4 დღე გველის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მხარდამჭრებს - წყანარად, მშვიდად და რაც მთავარია, სამართლიანობის და ღირსების უმაღლესი სტანდარტებით უნდა მივიდეთ და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება არამხოლოდ „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება, ეს იქნება საქართველოს გამარჯვება, რამეთუ ეს იქნება ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.