მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა იმაზე ძლიერია, ვიდრე - ოდესმე

5ea1336a8e90d
თელარა გელანტია
23.04.20 10:17
897
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკომისიას კრიზისულ პერიოდში 150 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარებისთვის მადლობას უხდის.

სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე მთავრობის მეთაური ურსულა ფონ დერ ლაიენს, ჯოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰელისთან საუბარს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

"მადლობას ვუხდი ევროკომისიას ამ კრიზისულ პერიოდში 150 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარებისთვის. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა იმაზე ძლიერია ვიდრე ოდესმე ყოფილა. განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის ურსულა ფონ დერ ლაიენს, ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰელის", - წერს გიორგი გახარია "ტვიტერში".