მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: შემდეგი კვირიდან მთავრობა ბიზნესთან სექტორალურ შეხვედრებს დაიწყებს

5d95939b9f472
თელარა გელანტია
03.10.19 10:21
1440
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობას დავალება მისცა.

პრემიერი აანონსებს, რომ შემდეგი კვირიდან ხელისუფლება ბიზნესთან სექტორალურ შეხვედრებს დაიწყებს.

ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 30%-დან 25%-მდე მცირდება, მთავრობის მხრიდან სრულადაა მხარდაჭერილი.

„აღნიშნული ზომების შედეგად გამოთავისუფლებული რესურსი - დაახლოებით, 700 მლნ დოლარი პირდაპირ და სწრაფად უნდა მიეწოდოს ჩვენს ეკონომიკას. ამისთვის საქართველოს მთავრობა, შემდეგი კვირიდან დაიწყებს პირდაპირ სექტორალურ შეხვედრებს ბიზნესთან, რათა ყველა ის შემაფერხებელი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება დროში გააჭიანუროს ამ რესურსების ათვისება და მეტი დინამიკის შემოტანა ჩვენს ეკონომიკაში, იყოს აღმოფხვრილი. ეს არის ჩვენი საერთო დავალება, უახლოეს მომავალში, შემდგომი კვირისთვის და ყველამ ერთად ჩვენი სამინისტროებისს, სექტორების შესაბამისად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა გახარიამ.