მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: შევდივართ რეცესიის პერიოდში

5e844acf8dedb
ინგა მურუსიძე
01.04.20 12:04
1394
ეს კრიზისი ყველა სხვა კრიზისისგან იმით განსხვავდება, რომ შეუძლებელია პროგნოზირება რამდენ ხანს გაგრძელდება და რა იქნება ეკონომიკაზე მიყენებული ზიანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, გამოწვევა არის უკიდურესად რთული და გლობალური.

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან, ერთმნიშვნელოვნად ყველა თანხმდება, რომ შევდივართ რეცესიის პერიოდში და, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, რომ ამას არ ჰქონდეს მძიმე ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე. ეს არის საქართველოს ეკონომიკაზე გლობალური ტენდენციების ზეგავლენა, თუმცა ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის, რომ ის მკაცრი ღონისძიებები, რომლებსაც ახლა ვატარებთ ვირუსთან ბრძოლის და გამკლავების თვალსაზრისით, პირდაპირ იქონიებს ზეგავლენას ეკონომიკურ შედეგებზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ყველას ესმის, რომ სახელმწიფო დღეს ფუნქციონირებს კრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში.

„დღეს არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ვისაუბროთ ეკონომიკურ ზრდაზე, რომელზეც წლის დასაწყისში ვსაუბრობდით, იმ შემოსავლებზე ქვეყნის ეკონომიკიდან, რომელზეც წლის დასაწყისში ვსაუბრობდით. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ სახელმწიფო დღეს ფუნქციონირებს კრიზისული ბიუჯეტის ფარგლებში, მაგრამ აქვე აღსანიშნავია ის, რომ ჩვენ გვესმის, რომ ჩვენმა თითოეულმა მოქალაქემ მიიღო პირდაპირი ეკონომიკური ზიანი იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელსაც მთავრობა ატარებს სწორედ მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ეს ზიანი ხშირ შემთხვევაში არის პირდაპირი და ხელშესახები. ადამიანებმა დაკარგეს შემოსავალი და სამუშაო ადგილები. ეს კრიზისი ყველა სხვა კრიზისისგან იმით განსხვავდება, რომ შეუძლებელია პროგნოზირება, რამდენ ხანს გაგრძელდება და რა ზეგავლება ექნება ეკონომიკაზე“, - განაცხადა გახარიამ.