მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: სტუდენტებისთვის კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება

5f634820f3113
თელარა გელანტია
17.09.20 15:25
700
ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ბერლინში სწავლობენ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სასწავლო წელი ეტაპობრივად იწყება სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქართველი სტუდენტების დახმარებას, ეტაპობრივად დაბრუნდნენ სხვადასხვა ქალაქში, სადაც ისინი სწავლობენ.

"ჩვენ უკვე ასეთი განვახორციელეთ 3 სუბსიდირებული რეისი და 500-მდე სტუდენტი გადავიყვანეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში. უახლოეს პერიოდში ბერლინის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სტუდენტების მხარდაჭერას, რათა სუბსიდირებით, შეღავათიანი ღირებულების ბილეთებით, ისინი დავუბრუნოთ იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებშიც სწავლობენ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.